გვარამია: სალომე ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად სააკაშვილის შეწყალებაზე დაველაპარაკები
ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ პლატფორმას შეუერთდება. როგორც "მთავარი არხის" დამფუძნებელი ამბობს, პრეზიდენტის მოწოდება საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც როგორც ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ხელისუფლება ერთად დაჯდება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, არის გამოსავალი.
ნიკა გვარამიას თქმით, პირველი, რაზეც სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის დროს დაელაპარაკება, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი იქნება.
სრულიად ვიზიარებ ამ მოწოდებას და მგონია, რომ ეს არის არათუ მთავარი გამოსავალი, არამედ ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ჩემთვის ნებისმიერი ფორმატი არის მისაღები და საჭირო, რომელიც ემსახურება გაერთიანებას, კონსოლიდაციას ძალების იმისთვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, რომელიც დღეს გვყავს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დაველაპარაკები, ეგ არის გამორიცხული, რომ ეს თემა არ იყოს განხილული,“ - ამბობს ნიკა გვარამია.