შეუერთდება თუ არა ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ პლატფორმას გახარიას გუნდი?

06.02.24 15:52
შეუერთდება თუ არა ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ პლატფორმას გახარიას გუნდი?

შეუერთდება თუ არა სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ პლატფორმას პარტია "საქართველოსთვის" - გახარიას გუნდის წევრების თქმით, ჯერ გუნდში კონსულტაციებს გაივლიან, გაარკვევენ, რას გულისხმობს პრეზიდენტის ინიციატივა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

თვითონ მოვლენ, თავს დაგვესხმებიან, რაღაც ათას სისულელეს დაგვაბრალებენ და პასუხი არ უნდა გასცე? ჩვენი ამოცანა არის, რომ როდესაც კითხვა დაისმევა და მითუმეტეს, ჩვენზე ვინმე რამეს იტყვის, უნდა იცოდეს, რომ ამაზე მიიღებს ორჯერ, სამჯერ უფრო ძლიერ პასუხს. 
იმ ნაწილში, რომ გავიგოთ, რა არის იდეა, არ არის შინაარსი ამ ყველაფრის, მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ ეს ყველაფერი, ამის შემდეგ გადავწყვეტთ ამ პროცესში მონაწილეობა ჩვენთვის მისაღებია თუ არა,“ - ამბობს დაუშვილი.

 

საქართველოს პრეზიდენტი საკოორდინაციო ცენტრს აფუძნებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას.

მსგავსი სიახლეები