თუ არ იქნება სრული კონტრასტი ივანიშვილთან და "ოცნებასთან", ოპოზიციას გაუჭირდება ივანიშვილის დამარცხება - დეკანოიძე

06.02.24 15:58
თუ არ იქნება სრული კონტრასტი ივანიშვილთან და "ოცნებასთან", ოპოზიციას გაუჭირდება ივანიშვილის დამარცხება - დეკანოიძე

"თუ არ იქნება სრული კონტრასტი ბიძინა ივანიშვილთან და "ქართულ ოცნებასთან", ოპოზიციას გაუჭირდება ივანიშვილის დამარცხება," - ამ განცხადებას "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე აკეთებს. 

როგორც დეკანოიძე ამბობს, პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ პლატფორმას ის შეუერთდება. 

თუ არ იქნება სრული კონტრასტი ბიძინა ივანიშვილთან და "ქართულ ოცნებასთან", ოპოზიციას გაუჭირდება ივანიშვილის დამარცხება. ვისთვისაც პრობლემაა ფარდის უკან მიმდინარე მდიდარი ადამიანების კარნახი, ეს არის ჩემთვის ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი საკითხი და მე სინერგიის და ერთობის მომხრე ვარ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კონტრასტული სინერგია და ერთობა იქნება და ნამდვილად შეიტანს თავის წვლილს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

საქართველოს პრეზიდენტი საკოორდინაციო ცენტრს აფუძნებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას.

 

მსგავსი სიახლეები