თუ ოპოზიციის ჩახუტება უნდოდა პრეზიდენტს, გასულ წელს შევთავაზე, რომ შეექმნა შეწყალების კომისია - ხვიჩია
"თუ ოპოზიციის ერთად ყოფნა და ჩახუტება უნდოდა პრეზიდენტს, მე გასულ წელს შევთავაზე გზა, რომ შეექმნა შეწყალების კომისია," - ამ განცხადებით პასუხობს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სალომე ზურაბიშვილს.
ხვიჩიას თქმით, პრეზიდენტის მოწოდება ოპოზიციის ერთობაზე და პლატფორმის შექმნის დაანონსება, მოწოდების დონეზე არ უნდა დარჩეს და საქმით უნდა გამოიხატოს მისი სიტყვები.
ოპოზიცია მგონი, წმინდა ძროხა არ არის, რომ არ ვაკრიტიკოთ. თუ ოპოზიციის ერთად ყოფნა და ჩახუტება უნდოდა პრეზიდენტს, მე გასულ წელს შევთავაზე გზა, რომ შეექმნა შეწყალების კომისია თავიდან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან და თუ იქნებოდა კონსენსუსი და თუ ყველა პარტია იტყოდა, რომ ვიღაც გასაშვებია, ის ადამიანი გამოეშვა ციხიდან, ამაზე უკეთესი საქმიანი ფორმატი, იმისთვის, რომ თან ხალხმა ერთმანეთს არ აგინოს და ლაპარაკის და მსჯელობის დისკუსია იყოს, მე არ წარმომიდგენია,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.