კობახიძეს გაცილებით უფრო დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე ის, თუ სად მუშაობს მისი ცოლი - სამადაშვილი
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილისთვის ნაკლებად საინტერესოა ირაკლი კობახიძის ცოლი დარჩება თუ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას, რადგან ოპოზიციონერის თქმით, "ოცნეის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბევრად უფრო დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე ის, თუ მისი ცოლი სად მუშაობს.
ნაკლებად მაინტერესებს კობახიძის ცოლი დარჩება თუ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას, იმიტომ, რომ როდესაც დასავლეთის მოძულე, გავრილოვის ჩამომყვანი, სიძლვილის ენით მოსაუბრე ადამიანი ხდება ამ ქვეყნის პრემიერი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასე გადაწყვიტა და არა იმიტომ, რომ მას თუნდაც, "ქართული ოცნების" ამომრჩეველი უჭერს მხარს, მე მგონი გაცილებით უფრო დიდი პრობლემები აქვს ირაკლი კობახიძის კანდიდატურას, ვიდრე ის, თუ მისი ცოლი სად მუშაობს", - სადამაშვილი.
დაწერა თუ არა გადადგომის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძის მეუღლემ, ისევ გაურკვეველია. პრემიერის აპარატთან არსებული "საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოში" კითხვებს არ პასუხობენ. კობახიძის ცოლი კი იმ უწყების შეფია, რომელიც პირდაპირ პრემიერს ექვემდებარება. კობახიძის დამტკიცების შემთხვევაში კი თუ ნატალია მოწონელიძე პოსტიდან არ გადადგება ეს პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი და კანონდარღვევა იქნება.
თავად კობახიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე თანამდებობას დატოვებს.