მივესალმებით ყველა სახის ერთობას - ხაბეიშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე
ენმ-ს თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მიესალმება. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მზადაა, ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ პოლიტიკურ ჯგუფებთან ნებისმიერ ფორმატში ისაუბროს
ჩვენ გვაქვს გამარჯვების კოალიცია, შესაბამისად, მივესალმებით ყველა სახის ერთობას თუ ამას სხვა ოპოზიციური პარტიები შეძლებენ და ასევე ცხადია, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ დავსხდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, ვისაუბროთ, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
გადამწყვეტი არჩევნების წინ პრეზიდენტმა დღეს ოპზიციის გაერთიანებაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, შეწყვიტონ ერთმანეთის ლანძღვა. პრეზიდენტმა ასევე საკოორდინაციო ცენტრის შექმნაც დააანონსა.