მზად ვართ, განვიხილოთ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის იდეა - ბოკუჩავა
მზად ვართ, განვიხილოთ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის იდეა, - ასე ეხმიანება ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიების თანხმობის შემთხვევაში, საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე შეჯერება სავსებით შესაძლებელია.
"ნაციონალური მოძრაობა" მივესალმებით პრეზიდენტი სააკაშვილის ამ განცხაეაბს და კიდევ ერთ მოწოდებას ერთობისკენ და რა თქმა უნდა, მზად ვართ, მათ შორის, განვიხილოთ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის იდეა. მე ნამდვილად არ მინდა, გავუსწრო მოვლენებს. პრეზიდენტ სააკაშვილს რომ ნდომოდა კონკრეტული სახელის და გვარის დასახელება, ამას გააკეთებდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, უახლოეს კვირებში და თვეებში თუ სხვა ოპოზიციური პარტიები მზად იქნებიან, ჩვენ შევძლებთ, რომ შევჯერდეთ საერთო ოპოზიცურ კანდიდატზე, საპრეზიდენტო კანდიდატზე და ვფიქრობ, რომ ეს მნიშნელოვანი ერთობის გზავნილი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ ამავდროულად, სურთ იხილონ ოპოზიციური ერთობა გარკვეული საკითხების ირგვლივ, - ამბობს თიკა ბოკუჩავა.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს ოპოზიციას მოუწოდა, პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი დაასახელონ. მანამდედ კი მოქმედმა პრეზიენტმა პარლამენტშ ოპოზიციის გააერთიანებისმნიშვნელობაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, შეწყვიტონ ერთმანეთის ლანძღვა. პრეზიდენტმა ასევე საკოორდინაციო ცენტრის შექმნაც დააანონსა.