არაჩვეულებრივი იდეაა, მზად ვართ, ყველას მოვუსმინოთ - ელისაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე
"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის ინიციატივით კმაყოფილია, თუმცა ამბობს, რომ გაერთიანებასთან დაკავშირებით ოპოზიციის იმედი არ აქვს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშილთან შეხვედრაზე მივლენ, თუმცა რამდენად შესაძლებელი იქნება ოპოზიციის გაერთიანება, უცნობია.
იდეაა არაჩვეულებრივი, ვუთხარი კიდეც საჯაროდ, რომ ჩვენ მზად ვართ, მივიდეთ, ყველას მოვუსმინოთ, ჩვენი აზრები ვთქვათ, მაგრამ რომ გითხრათ, რომ დიდი მოლოდინი მაქვს, რომ აქედან რამე გამოვა - არა, იმიტომ, რომ მეეჭვება, რომ ბევრმა ოპოზიციონერმა ან ერთმანეთზე თავდასხმები შეწყვიტოს და ლანძღვა ან საკუთარი ამბიციები უკან დაწიოს, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
გადამწყვეტი არჩევნების წინ პრეზიდენტმა დღეს ოპოზიციის გაერთიანებაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, შეწყვიტონ ერთმანეთის ლანძღვა. პრეზიდენტმა ასევე საკოორდინაციო ცენტრის შექმნაც დააანონსა.