მიშელი: უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს ჩვენი მორალური მოვალეობაა

06.02.24 18:00
მიშელი: უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს ჩვენი მორალური მოვალეობაა

"უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს ჩვენი მორალური მოვალეობაა", - ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ერვოპარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

შარლ მიშელის თქმით, უკრაინის დასახმარებლად გაღებული თითოეული ევრო ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში ჩადებული ინვესტიციაა.

უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს ჩვენი მორალური მოვალეობაა. ინვესტიციაა ჩვენს უსაფრთხოებაში და მშვიდობიან მომავალში. ჩვენ გვმართებს ჩვენი მომავალი თაობების, ჩვენი შვილების და შვილიშვილების წინაშე. ისევე, როგორც მათ, ვინც ჩვენამდე იყო, ჰქონდათ ხედვა და პასუხისმგებლობა აეშენებინათ ღირებულებაზე დაფუძნებული პროექტი. ახლა გამოწვევაზეა დამოკიდებული, თითოეული ევრო უკრაინის დასახმარებლად არის ინვესტიცია ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, მომდევნო ათწლეულებში," - განაცხადა მიშელმა.

მსგავსი სიახლეები