ძალიან უხერხულია, რომ შოვის ტრაგედიაზე მირთავთ მიკროფონს - დეკანოიძე სონღულაშვილს

06.02.24 18:20
ძალიან უხერხულია, რომ შოვის ტრაგედიაზე მირთავთ მიკროფონს - დეკანოიძე სონღულაშვილს

"ძალიან უხერხულია, რომ მირთავთ მიკროფონს შოვის ტრაგედიაზე", - ამ სიტყვებით მიმართა "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ დავით სუნღულაშვილს, რომელიც მთავრობის ეკონომიკური გუნდის საკომიტეტო მოსმენას უძღვება. 

დავით სონღულაშვილმა ხატია დეკანოიძეს კითხვის დასრულების უფლება არ მისცა და მიკროფონი იმ დროს გაუთიშა, როდესაც ხატია დეკანოიძე მინისტრს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვას უსვამდა და ადრეული შეტყობინების სისტემაზე დაზუსტება უნდოდა. 

პასუხად დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ სხვა დეპუტატებსაც აქვთ კითხვები.

ძალიან უხერხულია, რომ მირთავთ მიკროფონს შოვის ტრაგედიაზე, ადრეულ შეტყობინებაზე ვსვამ კითხვას. ძალიან უხერხულია, იმიტომ, რომ მე არასაგნობრივი დებატი არ გამიმართავს. არ გაქვთ უფლება, გამომირთოთ მიკროფონი, როცა კითხვებს ვსვამ ანუ შოვის ტრაგედიაზე ადრეული შეტყობინების სისტემა ა არის საინტერესო? ეგებ ვაქებ მინისტრს,“ - მიმართა ხატია დეკანოიძემ სონღულაშვილს.

მსგავსი სიახლეები