ელიტური კორუფცია, კლანი სასამართლოში და პირდაპირი კითხვები ოლიგარქს - პრეზიდენტმა "ოცნებას" პოლიტიკური ცეცხლი გაუხსნა

06.02.24 20:00
ელიტური კორუფცია, კლანი სასამართლოში და პირდაპირი კითხვები ოლიგარქს - პრეზიდენტმა "ოცნებას" პოლიტიკური ცეცხლი გაუხსნა

 

 

პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის პასუხებს ელოდება. ოლიგარქის საჯარო პოლტიკაში მესამედ დაბრუნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა დღეს ივანიშვილზე პერსონალური შეტევა, პირდაპირ პარლამენტიდან მიიტანა.

"ქართული ოცნების" ლიდერებისთვის პრეზიდენტის ეს სვლა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ სხდომათა დარბაზი ერთი მეორეს მიყოლებით დატოვეს.  პრეზიდენტს ტრიბუნასთან ვერ გააჩუმებდნენ, ამიტომ უხერხულობისგან აღარ იცოდნენ რა ფორმით გამოეხატათ პროტესტი. "რატომ ცვლით პრემიერებს? რატომ არის ქვეყანაში ელიტური კორუფცია? რატომ შემოდიან რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები საქართველოში უპრობლემოდ?" -  ზურაბიშვილმა დღეს ყველაფერზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს დააკისრა. 

არ დავიწყებია მომავალი პრემიერიც. კობახიძეს პრეზიდენტმა ძველი ცოდვები ზედმიწევნით  გაუხსენა. გავრილოვის სკანდალი, შარლ მიშელის ჩაშლილი შეთანხმება, ანტიევროპული რიტორიკა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა. სალომე ზურაბიშვილის იერიშმა კობახიძის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ შესაძლოა, პრემიერის დანიშვნას პრეზიდენტმა ხელი არ მოაწეროს. 

პრეზიდედნტის საუბრის პარალელურად, პარლამენტის სხდომათა დარბაზი "ოცნების" დეპუტატებისგან ნელ-ნელა იცლებოდა. მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს სხდომათა დარბაზში წინასწარ დაწერილი სცენარით დახვდა და როლებიც, ვის რა უნდა გაეკეთებინა, გადანაწილებული იყო.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები