ოპოზიციის ერთიანობის და გამარჯვების ფორმულა ზურაბიშვილისგან - პრეზიდენტმა ახალი მოძრაობის დაფუძნება დააანონსა

06.02.24 20:09
ოპოზიციის ერთიანობის და გამარჯვების ფორმულა ზურაბიშვილისგან - პრეზიდენტმა ახალი მოძრაობის დაფუძნება დააანონსა

 

 

ოპოზიციის ერთიანობის და გამარჯვების ფორმულა სალომე ზურაბიშვილისგან -   ორბელიანების სასახლე მალე პოლიტიკური კონსულტაციების ცენტრად გადაიქცევა. საქართველოს პრეზიდენტი რეზიდენციაში ელოდება ყველა პროევროპულ პარტიას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც ფიქრობს, რომ ერთიანობა ევროპული მომავლისთვის აუცილებელია. ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ახალი მოძრაობის დაფუძნება დაანონსა, ოპოზიციას კი  უთხრა, რომ ერთმანეთის ლანძღვას თავი დაანებონ და საქმეს მიხედონ.    

ახლა მთავარი კითხვაა, შეიქმნება თუ არა სალომე ზურაბიშვილის ირგვლის დიდი პოლიტიკური ცენტრი და რა გეგმა აქვს პრეზიდენტს ვადის ამოუწურვის შემდეგ? მეხუთე პრეზიდენტს მხარდაჭერა მესამემ "ვივა-მედიდან" გამოუცხადა. მიხეილ სააკაშვილი პარტიებს ურჩევს, პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდენენ და ირიბად მიანიშნა, რომ ეს სალომე  ურაბიშვილი უნდა იყოს.

მოსალოდნელი ერთობა ყველაზე დიდი ტკივილი "ოცნებისთვის" არის. ერთადერთი, რაც ივანიშვილს გუნდს აშინებს, სწორედ ოპოზიციის გაერთიანებაა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები