კლანი, როგორც მარადიული სისტემის ინკარნაცია - პრეზიდენტმა მართლმსაჯულებას განკითხვის დღე მოუწყო
პრეზიდენტის უმძიმესი ვერდიქტი ქართულ მართლმსაჯულებას - ასეთი მწავე ზურაბიშვილი კლანის წინააღმდეგ ჯერ არ ყოფილა. "არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს, ვისაც გამოუცხადებენ ერთგულ მსახურებას" - ასე მოიხსენიებს პრეზიდენტი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს და კლანს მონურ მორჩილებაში, "ქართულ ოცნებას" კი მათ მფარველობაში ღიად ამხელს. ზურაბიშვილი სისტემაში ცვლილებებს ითხოვს, რომელიც იუსტიციის საბჭოს შეცვლით უნდა დაიწყოს.
ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან მართლმსაჯულებას ნამდვილი განკითვხის დღე მოუწყო. კლანი, როგორც მარადიული სისტემის ინკარნაცია - პარალელები საბჭოთა წარსულთან და გაღმერთებული ძალაუფლება, ამ ყველაფრის სათავეში კი "ქართული ოცნება" დგას, რომელიც სასამართლოს ხელისუფლების შენარჩუნების მთავარ ინსტრუმენტად იყენებს. ეს კი იმ დროს, როდესაც სასწორზე ქვეყნის ევროპული მომავალი დევს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.