კობახიძის გაპრემიერების შემდეგ მის ცოლს სამსახურის დატოვება მოუწევს - დაწერა თუ არა განცხადება ნატალია მოწონელიძემ?
ირაკლი კობახიძის ცოლს სამსახურიდან გათავისუფლება მოუწევს. პრემიერობის კანდიდატის მეუღლე იმ სააგენტოს ხელმძღვანელია, რომელიც პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია, ეს კი ინტერესთა კონფლიქტია. კობახიძე ირწმუნება, რომ მისი ცოლი თანამდებობას დატოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კანონდარღვევაა.
ნატალია მოწონელიძეს განცხადება ჯერ სავარაუდოდ არ დაუწერია, თუმცა ორ დღეში, მეუღლის გაპრემიერების შემდეგ, მას მთავრობის ადმინისტრაციის დატოვება ოფიციალურად მოუწევს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.