ე.წ. ტერაქტების საქმე - უკრაინა "ოცნებას" მოუწოდებს, საკითხის პოლიტიზირებისგან თავი შეიკავოს

06.02.24 20:40
ე.წ. ტერაქტების საქმე - უკრაინა "ოცნებას" მოუწოდებს, საკითხის პოლიტიზირებისგან თავი შეიკავოს

 

 

"ოცნება" ისევ სკანდალშია. უკრაინული მხარე განმარტებებს ითხოვს. დიპლომატიური უწყება უსაფრთხოების სამსახურს საკითხის პოლიტიზირებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს, ვიდრე საელჩო ინფორმაციას საკუთარი არხებით არ გადაამოწმებს. საქმე ეხება უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებებს, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერების და რუსეთის დაგეგმილი ტერაქტების კვალი კიევამდე მიდის.

ჯერ ლილუაშვილის უწყებამ, შემდეგ კი მთელმა სახელისუფლებო ვერტიკალმა კიევი მეორე ფრონტის გახსნაში დაადანაშაულა. ბრალდებების სერია დღესაც გაგრძელდა, მათ შორის ქვეყნის მომავალი პირველი პირისგან. 

წინა პლანზე ისევ ირაკლი კობახიძეა, რომელმაც რამდენიმე დღეში ქვეყნის მართვის სადავეები ფორმალურად მაინც უნდა გადაიბაროს. მომავალი პრემიერი უკრაინას ისევ ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.

 მიუხედევად იმისა, რომ ხმაურიანი სპეცოპერაციის შემდეგ ქართულ სპეცსამსახურებს არცერთი დაკავებული არ ჰყავს, სუსის ერთი განცხადება საკმარისი აღმოჩნდა "ქართული ოცნებისთვის", რომ ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებისთვის ახალი ბრალდებები წარედგინა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.