მიკროფონების გათიშვის პრაქტიკა კომიტეტების სხდომაზე - ეკონომიკური გუნდის მოსმენა პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობს

06.02.24 20:31
მიკროფონების გათიშვის პრაქტიკა კომიტეტების სხდომაზე - ეკონომიკური გუნდის მოსმენა პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობს

 

 

უკვე მეორე დღეა, "ოცნება" ოპონენტებს მიკროფონებს უთიშავს. ხმაურით და დაპირისპირებით მიმდინარეობს ამ წუთებშიც კომიტეტების სხდომა, სადაც ეკონომიკურ გუნდს უსმენენ. მიკროფონი გამოურთეს ხატია დეკანოიძეს, სალომე სამადაშვილს, პაატა მანჯგალაძეს. დაპირისპირება იყო ვიქტორ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს შორის, რა დროსაც "ოცნების" დეპუტატი ვაშაძეს შეურაცხყოფას აყენებდა.  

პირველი ჩხუბი კი  ოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის გამოსვლის დროს დაიწყო. ამის შემდეგ ოპოზიციას დარბაზიდან გაგდებით ნინო წილოსანი დაემუქრა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები