„ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის დაანონსებულ პლატფორმაში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ მიიღებს და მეტ კონკრეტიკას ელის
„ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის დაანონსებულ პლატფორმაში მონაწილეობას არ მიიღებს. გიგი წერეთლის თქმით, გუნდში ამ თემაზე კონკრეტულად არ უმსჯელიათ, თუმცა წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, შედეგის მოლოდინი არ აქვთ.
ერთი წლის წინ იყო დაახლოებით, მსგავსი ახლა დაკონკრეტებულია საკოორდინაციო საბჭო და სხვა, მაშინაც იყო შეხვედრების სერია, ჩვენ მაშინ ვიყავით, შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, გვქონდა გულღია საუბარი, მაგრამ იმის შემდეგ კარგა ხანი გავიდა და ხელშესახები ნაბიჯი არ ყოფილა არ მიმართულებით... ამ ეტაპზე მოვლენებს დავაკვირდებით, მაგრამ ამ წუთისთვის ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს მზადყოფნა. კიდევ უფრო უნდა დაკონკრეტდეს, რაზეა საუბარი,“ - ამბობს გიგი წერეთელი.