რატომ არ იქნება გახარიას გუნდი პრეზიდენტის პლატფორმის წევრი - ლილუაშვილის განმარტება
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი განმარტავს, რატომ არ მიიღებს მისი გუნდი მონაწილეობას პრეზიდენტის დაანონსებულ პლატფორმაში.
როგორც ლილუაშვილი ამბობს, ისინი ენმ-ს გვერდით არ დაჯდებიან, მითუმეტეს იქ, სადაც მმართველი პარტია არ იქნება. როგორც ლილუაშვილი ამბობს, პრეზიდენტის ინიციატივა ბევრ კითხვას აჩენს.
ეს ინიციატივა გაჟღერდა ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად და ძალიან არაცხადია, საერთოდ რას ითვალისწინებს მსგავსი ფორმატი, ითვალისწინებს ერთი მხრივ, წინასაარჩევნო საკითხებზე მუშაობას, ქმედუნარიანობის ნაწილში ისმევა კითხვები - გაუგებარია, რა შედეგებზე უნდა გავიდეს პლატფორმა, სადაც ხელისუფლებნაში მყოფი პარტია უარს აცხადებს მონაწილეობაზე, კითხვის ნიშნები არსებობს და მკაფიოდ ვიტყვი, რომ ერთადერტი კომპრომისი, რის გამოც ჩვენ სამუშაო ფორმატებშიც ვმონაწილეობთ იმ ძალასთან ერთად, რომელიც მაგალითად, კანდიდატის სტატუსის საკითხს ძირს უთხრიდა და განფასებას უკეთებდა, ამას აკეთებდა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემით, ენმ-ს ვგულისხმობ, ერთადერთი კომპრომისი, რის გამოც ამ ფორმატში ამ ძალასთან ერთად ვართ, არის ის, რომ ქართული ოცნება საკუთარ მოედანზე ვამხილოთ და საზოგადოებას ვაჩვენოთ რეალური სახე, რომ ისინი არაფრის გამკეთებლებიც არ არიან," - ამბობს ბექა ლილუაშვილი.