მინდა მივიდე, სხვებს მოვუსმინო... აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა - ელისაშვილი პრეზიდენტის პლატფორმაზე

06.02.24 21:26
მინდა მივიდე, სხვებს მოვუსმინო... აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა - ელისაშვილი პრეზიდენტის პლატფორმაზე

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა," - ამ განცხადებას ალეკო ელისაშვილი აკეთებს და პრეზიდენტის ინიციატივას პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით ეხმაურება.

ელისაშვილის თქმით, მისი გუნდი დაესწრება პრეზიდენტის პლატფორმას, თუმცა პესიმისტურადაა განწყობილი შედეგების მიმართ. როგორც ელისაშვილი ამბობს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას გეგმავს ოპოზიცია ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, თუნდაც მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით - "რას ვუკეთებთ მურუსიძეს, როგორ აღარ იქნება ის მოსამართლე?".

როგორც ელისაშვილი ამბობს, ხელისუფლების ცვლილება ოპოზიციის ერთიანობის გარეშე არ გამოვა. 

არ ვართ ერთობის ხალხი ეს ქართველები, იმიტომ, რომ ყველას თავისი ექაჩება. მე მივალ, მოვუსმენთ სხვებს. აქ ხომ არ არის ნათქვამი, რომ მივიდეთ და ფიცი დავდოთ ერთგულებაზე - მუშა პროცესია, უნდა მოიზილოს რაღაც იქიდან და ვნახოთ რა გამოვა. წინასწარ იმის თქმა, არა არ გვინდა იმიტომ რომ ეს მივა და ის მივა, მეც მაქვს წითელი ხაზები.
ნათელაშვილის ფანჩატურს რასაც ადარებენ იქ იყო პრობლემა ის, რომ ყველა სჯულის ხალხი იქ ვიყავით - რუსეთზე მეოცნება, ყოფილი მექრთამე, არანაირი ღირებულებითი ერთობა იქ არ აიყო, მინდა მივიდე, სხვებს მოვუსმინო, ჩემი აზრი ვთქვა, შეიძლება გამოვიდეს ეს ერთობა, მაგრამ ძალიან დაბალი მოლოდინი მაქვს," - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

მსგავსი სიახლეები