"პაპუაშვილის ფორმატი თქვენთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ზურაბიშვილის" - კამათი "რეაქციის" სტუდიაში

06.02.24 21:51
"პაპუაშვილის ფორმატი თქვენთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ზურაბიშვილის" - კამათი "რეაქციის" სტუდიაში

პრეზიდენტის დაანონსებული პლატფორმა და პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება კამათის საფუძველი გახდა "რეაქციის" სტუდიაში. ერთმანეთს "ლელოს" დეპუტატი საკრებულოდან საბა ბუაძე და პარტია "საქართველოს" დეპუტატი ბექა ლილუაშვილი დაუპირისპირდნენ.

საბა ბუაძისთვის მიუღებელია გახარიას გუნდის მხრიდან "ლელოს" კრიტიკა პარლამენტში შალვა პაპუაშვილის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო. ბუაძის შეფასებით, გახარიას გუნდი "ლელოს" სამუშაო ჯგუფებში არ ჩართვის გამო აკრიტიკებს მაშინ, როდესაც დღეს თვითონ ამბობენ უარს პრეზიდენტის შეთავაზებულ პლატფორმაში მონაწილეობის მიღებაზე. 

მე მახსოვს გასულ კვირას „ლელოს“ კრიტიკა ისმოდა, რაღაც ფორმატში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომ თურმე შალვა პაპუაშვილის და „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებულ ფორმატში მონაწილეობა რომ არ მივიღეთ, ეს იყო პრობლემა და სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ იდენტურ პროცესში, სადაც ენმ ასევე მონაწილებს და იქაც მონაწილეობს, ეს თურმე პრობლემაა. უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. პარლამენტი არის ზუსტად მაგის ადგილი, სადაც შეიძლება, რომ მუშაობა გაგრძელდეს. მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე, რომ შენ სადღაც არ მიხვედი და ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება ისმის და მერე იდენტურ პროცესთან დაკავშირებით გაუგებარ განმარტებას აკეთებს, შალვა პაპუაშვილის ფორმატი თქვენთვის უფრო მისაღებია, როგორც ჩანს, ვიდრე სალომე ზურაბიშვილის ფორმატი - ნაცები იქაც არიან და აქაც,“ - ამბობს საბა ბუაძე. 

ბუაძის პასუხად პარლამენტის დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს შედარება არასწორია, რადგან "ლელოს" საპარლამენტო პლატფორმის გამოყენება შეეძლო "ოცნების" სამხილებლად. 

მსხალს და ატამს ნუ ადარებ, არ გამოგდის ეს შედარებები. ან არგუმენტაცია და შეფასება არ მოგისმენია, რაზეც ჩვენ ლელოსთან მიმართებაში დავსვით საკითი, იმიტომ, რომ აბსოლუტურ პოლიტიკურ რაციონალობას იყო მოკლებული თქვენი გადაწყვეტილება, ხალხის, რომელიც არ დაესწარით ფორმატს, სადაც ფორმატი უნდა გამოგეყენებინათ „ქართული ოცნების“ საილუსტრაციოდ და იმის აღსაკვეთად, რომ ოცნებას ეს ისევ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ არ გამოეყენებინათ. თქვენი ქმედებებით ნაცმოძრაობაზე უფრო რადიკალური გახდით,“ - მიმართა ბუაძეს ლილუაშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები