მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რა ხედვები გვაქვს და ერთმანეთის მიმართ ვალდებულებაც გვექნება - სერგო ჩიხლაძე

06.02.24 21:59
მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რა ხედვები გვაქვს და ერთმანეთის მიმართ ვალდებულებაც გვექნება - სერგო ჩიხლაძე

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვანახოთ იდეური ერთობა რაშიც გვაქვს,“ - ამ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აკეთებს და ამბობს, რომ ოპოზიციის ერთ მაგიდასთან დაჯდომა მნიშვნელოვანია.

ჩიხლაძე „რეაქციაში“ ამბობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა კონკრეტულ თემებზე პოზიციების შეჯერება უნდა შეძლონ, რადგან კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ არ დაიწყონ მათ მსჯელობა საერთო პოზიციების ჩამოსაყალიბებლად.

მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რა ხედვები გვაქვს, რას გავაკეთებთ, მაგრამ მეორე მხრივ, ერთმანეთის მიმართ ვალდებულებაც გვექნება, პირობებიც, რომ ამაზე ხომ შევთანხმდით - ვთქვათ, რომელიმე პარტია რაიმე კანონპროქტს კოალიციაში რომ შემოიტანს მეორე არ დაბლოკავს და ხელს შეუწყობს ამის შესრულებას. ორჯერ ორი ოთხია, რომ შემდეგი მთავრობა იქნება კოალიციური, ამ ადამიანებს მოგვიწევს ერთმანეთთან დასხდომა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვანახოთ იდეური ერთობა რაშიც გვაქვს,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

მსგავსი სიახლეები