"ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას" - საქართველოს რკინიგზა
"მეწყრის გამო, რეისზე არსებული მატარებლები მოძრაობას ვეღარ გააგრძელებენ," - ამ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
საქართველოს რკინიგზა ასევე ავრცელებს იმ რეისების ჩამონათვალს, რომელიც უქმდება.
უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.
აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე," - წერია განცხადებაში.