ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ მოქალაქეების ხელფასები და შემოსავლები იზრდება
"ის, რომ მოსახლეობის ხელფასები და შემოსავლები არ იზრდება ეკონომიკის ზრდასთან ერთად - სპეკულაციაა", - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა გააკეთა.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით საშუალო ხელფასი არის 1855 ლარი.
მედიანური ხელფასი რომ ავიღოთ, რომელიც ზუსტი მონაცემია, საშუალო ხელფასი 2012 წელს იყო 712 ლარის ოდენობით, 2022 წელს იყო 1543 ლარი და 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით არის 1855 ლარი, რაც 2,6-ჯერ მეტია ვიდრე ეს იყო 2012 წელს”, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.