პრეზიდენტი ორბელიანის სასახლეში "ქართულ ოცნებასაც" იწვევს

07.02.24 11:15
პრეზიდენტი ორბელიანის სასახლეში "ქართულ ოცნებასაც" იწვევს

 

 

 

პრეზიდენტი შეხვედრაზე „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” ოპოზიციის გარდა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებასაც“ იწვევს.

„გუშინდელი სიტყვა ხომ მოისმინეთ? ყველას ეხება, ვისაც ინტერესი აქვს”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "პირველების" კითხვის საპასუხოდ. 

ამასთან კითხვა, როგორ გაიგო მიხეილ სააკაშვილის გზავნილი პარლამენტში მის გამოსვლასთან დაკავშირებით, მთავარსარდალმა უპასუხოდ დატოვა. 

საქართველოს პრეზიდენტი საკოორდინაციო ცენტრს აფუძნებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას.

„ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა კი გუშინ ოპოზიციას მოუწოდა, პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი დაასახელონ. მანამდედ კი მოქმედმა პრეზიენტმა პარლამენტში ოპოზიციის გააერთიანებისმ ნიშვნელობაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, შეწყვიტონ ერთმანეთის ლანძღვა. 

მსგავსი სიახლეები