"ოცნების" მცდელობას, გახლიჩოს საზოგადოება, გაერთიანებით უნდა ვუპასუხოთ - "ლელოს" ლიდერები ორბელიანების სასახლეში მივიდნენ

07.02.24 11:48
"ოცნების" მცდელობას, გახლიჩოს საზოგადოება, გაერთიანებით უნდა ვუპასუხოთ - "ლელოს" ლიდერები ორბელიანების სასახლეში მივიდნენ

პრეზიდენტის დაანონსებული გაერთიანების პლატფორმა - ორბელიანის სასახლეში "ლელოს" ლიერები მივიდნენ.  ამ წუთებში პრეზიდენტი „ლელოს“ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ხვდება.

ბადრი ჯაფარიძე ზურაბიშვილის ინციციატივას მნიშნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ პროევროპული ძალების გაერთიანება ამ ისტორიულ მომენტში გადამწყვეტია. მისი თქმით, პრორუსული მმართველი ძალის მცდელობას, გახლიჩოს საზოგადოება, ოპოზიციამ სწორედ საზოაგდოების გაერთიანებით უნდა უპასუხოს. 

მე ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ეხება პრეზიდენტის მიერ გუშინ გაჟღერებულ ინციატივას, რომელიც გულისხმობს პროევროპული, ე.ი. პროქართული ძალების გაერთიანებას ერთიანი მიზნის ირგვლივ. იგულისხმება ქარტია, რომელიც განაცხადებს ცალსახად, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრირება და ეს არის მთავარი ამოცანა ახლა პოლიტიკური ღის წესრიგის. ქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც მოუწოდებს სწორედ გაერთიანებისკენ განსხვავებით მმართელი ძალისგან, რომელიც პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, რომ გახლიჩოს საზოგადოება, ამიტომ მმართველი ძალის, პრორუსული ძალის ძალისხმევას, გახლიჩოს საზოგადოება, ჩვენ დავუპირისპირეთ ძალისხმევა, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება ამ ისტორიულ მომენტში იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ძალიან სწრაფად იაროს წინ, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პარლამენტში გააკეთა. პრეზიდენტი დღეს ორბელიანების სასახლეში კონსულტაციებისთვის ელოდება ყველას, მათ შორის "ქართულ ოცნებასაც".  ზურაბიშვილი პარტიებს  დაპირისპირების დასრულებას და ევროინტეგრაციისთვის გაერთიანებას სთავაზობს.

 

მსგავსი სიახლეები