პრეზიდენტის მწვავე მიმართვა - ივანიშვილი დუმს

07.02.24 11:35
პრეზიდენტის მწვავე მიმართვა - ივანიშვილი დუმს

სად არის ოლიგარქი და როდის გამოვა ჩრდილიდან? პოლიტიკაში ამჯერად  საპატიო თავმჯდომარის სტატუსით  დაბრუნებული  ბიძინა ივანიშვილი გაუჩინარებულია. 

ბიძინა ივანიშვილი არც პრეზიდენტის  მძიმე ბრალდებებს  გამოხმაურებია, რომელმაც ის საპარლამენტო ტრიბუნიდან ქვეყნის  ერთპიროვნულ  მმართველად და სასამართლო კლანის მფარველად გამოაცხადა,  ივანიშვილი დუმს, თუმცა მის დაცვას პრეზიდენტისგან  მისი პოლიტიკური მემკვიდრეები ცდილობენ. მთავარსარდლის სკანდალური განცხადებები კი მასზე თავდასხმის და ლანძღვის ახალი სერიის დაწყების  საფუძველი უკვე გახდა. 

ბატონი ბიძინა ივანიშვილი უპასუხებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის მაგივრად, მე შემრცხვებოდა. ბიძინა ივანიშვილი იყო მაშინ პარტიის თავმჯდომარე, ვფიქრობ, როდესაც ის გაპრეზიდენტდა. დამეთანხმება ქალბატონი პრეზიდენტი, რაც არ უნდა იფიქროს, რომ პოლიტიკურ პედესტალზეა, მას 1%-იც არ ჰქონდა გაპრეზიდენტების, რომ არა ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობით მისი ხელშეწყობა. ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნული მმართველი?- თქვა ბექა ოდიშარიამ. 

მსგავსი სიახლეები