სალომე ზურაბიშვილის საქმე არ არის, გუნდის შიგნით ჩვენ რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ - "ოცნება"
სალომე ზურაბიშვილის საქმე არ არის, გუნდის შიგნით ჩვენ რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ - ასე პასუხობენ "ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტის კითხვას, რომელიც მან საკანონმდებლო ორგანოდან ბიძინა ივანიშვილს დაუსვა.
ბექა დავითულიანი ამტკიცებს, რომ თუ ვინმეს უფლება აქვს სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვას, ეს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნებაა":
სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილთან კითხვები დასასმელი არ აქვს. თუკი ვინმეს რაიმე კითხვის დასმა ეკუთვნის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სალომეს ეკუთვნის. ასევე უმრავლესობის მხრიდან, ასე რატომ იქცევა?
სალომე ზურაბიშვილი არ სვამს კითხვებს და აკეთებს პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებებს. სალომე ზურაბიშვილის საქმე არ არის, გუნდის შიგნით ჩვენ რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ"- თქვა დავითულიანმა.
"რატომ ცვლით პრემიერებს? რატომ არის ქვეყანაში ელიტური კორუფცია? რატომ შემოდიან რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები საქართველოში უპრობლემოდ?" - ზურაბიშვილმა გუშინ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს დააკისრა.