ოპოზიციის არაერთი "ფანჩატური" გვინახავს, ერთმანეთს აგინებდნენ და ჩვენ ვაშველებდით - ზარქუა პრეზიდენტთან შეხვედრაზე

07.02.24 11:58
ოპოზიციის არაერთი "ფანჩატური" გვინახავს, ერთმანეთს აგინებდნენ და ჩვენ ვაშველებდით - ზარქუა პრეზიდენტთან შეხვედრაზე

 "ქართული ოცნება" პრეზიდენტის სასახლეში მისვლას არ გეგმავს. საუბარია პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომელმაც გაერთიანების პლატფორმის შექმნა დააანონსა. ირაკლი ზარქუა ორბელიანების სასახლეში აგეგმილ შეხვედრას "შალვას ფანჩატურს" უწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიციის მსგავსი შეხვედრები ყოველთვის წარუმატებლად სრულდება.

ამასთან, მმართველი გუნდის წევრი ისევ ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება და ისინი ერთნი არიან. 

გვინახავს ფანჩატურები არაერთი, როგორ დასრულდა. მერე ერთმანეთს აგინებდნენ და ჩვენ ვაშველებდით ხოლმე. ზუსტად ასე მოიქცევიან ახლაც. ერთი კარგია, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გასუვა ქალბატონმა სალომემ და მადლობა მას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ესენი ყველანი, ეს რევოლუციონისტები, ნაცები და ნეონაცები, ერთნი არიან, - ამბობს ირაკლი ზარქუა. 

საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პარლამენტში გააკეთა. პრეზიდენტი დღეს ორბელიანების სასახლეში კონსულტაციებისთვის ელოდება ყველას, მათ შორის "ქართულ ოცნებასაც".  ზურაბიშვილი პარტიებს  დაპირისპირების დასრულებას და ევროინტეგრაციისთვის გაერთიანებას სთავაზობს. 

მსგავსი სიახლეები