ზურაბიშვილი გაერთიანების კი არა, დაშლის და დაქსაქსულობის ფორმულაა - წილოსანი
მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არა გაერთიანების, არამედ დაშლის და დაქსაქსულობის ფორმულაა. წილოსანი ირწმუნება, რომ პრეზიდენტს ოპოზიციაში გადაბარგება დიდი ხანია მიზნად ჰქონდა.
ვინც იცნობს ზალომე ზურაბიშვილს, დამეთანხმება, რომ ეს ადამიანი გაერთიანების კი არა, პრიმციპში, დაშლის და დაქსაქსულობის ფორმულაა. ის შემოთავაზეა, რომელიც მან დღეს გააჟღერა, არავისთის იყო ახალი, იმიტომ, რომ მთელი ეს პერიოდი ემსახურებოდა იმას, რომ მაქსიმალურად გადაბარგებულიყო რადიკალების მხარეს, - ამბობს ნინო წილოსანი.
საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პარლამენტში გააკეთა. პრეზიდენტი დღეს ორბელიანების სასახლეში კონსულტაციებისთვის ელოდება ყველას, მათ შორის "ქართულ ოცნებასაც". ზურაბიშვილი პარტიებს დაპირისპირების დასრულებას და ევროინტეგრაციისთვის გაერთიანებას სთავაზობს.