ზურაბიშვილი ფსევდო, ნაცების პრეზიდენტია - ზარქუა

07.02.24 12:07
ზურაბიშვილი ფსევდო, ნაცების პრეზიდენტია - ზარქუა

"ოცნების" მორიგი თავდასხმა პრეზიდენტზე - უმრავლესობის წევრებს ქართველი ოლიგარქის დაცვის მიზნით იერიში სალომე ზურაბიშვილზე მიაქვს. მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ირაკლი ზარქუა მას დე ფაქტო პრეზიდენტს უწოდებს და ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა მკვეთრად შეიცვალა.

ზარქუა დარწმუნებულია, რომ საქართველოს ამდროინდელი პრეზიდენტი სპეკულირებს და სხვადასხვაგვარი გზით ცდილობს, ქვეყანაში არეულობა და ქაოსი შექმნას.

ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც ჩვენკენ არ არის უკვე და ფსევდო პრეზიდენტი არის, ის ნაცების პრეზიდენტია, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში. კითხვებს სვამს და პასუხს ითხოვს. თქვენი ამოცანაა დაახლოებით, აი ჭიჭე ვაშაძე რომ სისულელეებს ბჟუტურებდა და მერე შერცხვა, თავისიანებმა დასცინეს და გავარდა გარეთ, დაახლოებით ამ დონზე დახვედით. აი რა მოგიტანათ თქვენ ამათთან დაბრუნებამ", - ამბობს ზარქუა.

"რატომ ცვლით პრემიერებს? რატომ არის ქვეყანაში ელიტური კორუფცია? რატომ შემოდიან რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები საქართველოში უპრობლემოდ?" -  ზურაბიშვილმა გუშინ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს დააკისრა.   

მსგავსი სიახლეები