დარჩიაშვილმა მოხსენება ისე დაასრულა, რომ რუსების მიერ გატაცებული და მოკლული საქართველოს მოქალაქეები არ უხსენებია

07.02.24 12:40
დარჩიაშვილმა მოხსენება ისე დაასრულა, რომ რუსების მიერ გატაცებული და მოკლული საქართველოს მოქალაქეები არ უხსენებია

საგარეო საქმეთა მინისტრის ანგარიშის მოსმენა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე - ილია დარჩიაშვილმა მოხსენება ისე დაასრულა, რომ რუსები მიერ გატაცებული და მოკლული საქართველოს მოქალაქეები არ უხსენებია. დარჩიაშვილს არც დეოკუპაციის სამოქმედო გეგმის შესახებ უსაუბრია. 

კრიტიკული იყო ოპოზიცია. ხმაური იყო მაშინ, როცა კითხვას "ლელოს" ერთ-ერთი წევრი, სალომე სამდაშვილი სვამდა. მან საგაერეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს პირდაპირ უთხრა, რომ ერთადერთი საგარეო საქმეთა მინისტრია საქართველოს ისტორიაში, რომელმაც სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა მაშინ, როცა ამერიკამ ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა. 

ასევე, ოპოზიცია დაინტეერსდა, რატომ არცერთხელ არ ჩავიდა მთავრობა ორი წლის განმავლობაში უკრაინაში და რატომ არ გამოუცახდებს ომში მყოფ ქვეყანას სოლიდარობა.

მსგავსი სიახლეები