რატომ გაგვისწრო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში უკრაინამ, მოლდოვამ და სომხეთმაც კი - ვაშაძე დარჩიაშვილს
"რატომ გაგვისწრო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში უკრაინამ, მოლდოვამ და სომხეთმაც კი ისეთ საკითხებში, როგორიც არის ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია...?", - ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს კომიტეტის სხდომაზე.
მან ილია დარჩიაშვილს ასევე ჰკითხა, ეთანხმება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეფასებას, რომლის თანახმადაც ვენეციის კომისიამ არ იცის, რა სჭირდება ქვეყანას ევროინტეგრაციისთვის.
მაინტერესებს, ფიქრობთ, რომ ვენეციის კომისია ცდება, როცა სამართლიან სასამართლოს გვთხოვს და ირაკლი კობახიძეა მართალი, როდესაც ამბობს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანური“ სასამართლო თურმე ყოფილა ყველაზე სამართლიანი მსოფლიოში? თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? “ - მიმართა ვაშაძემ დარჩიაშვილს.