რაც მეტს ილაპარაკებთ, მეტ უცოდინარობას გამოავლენთ - ბოჭორიშვილი ვაშაძეს
"რაც მეტს ილაპარაკებთ, მეტ უცოდინარობას გამოავლენთ", - ასე მიმართა საკანონმდებლო ორგანოში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატს, გიორგი ვაშაძეს.
მას შემდეგ, რაც ვაშაძემ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს რამდენიმე კითხა დაუსვა, რომელიც საგარეო უწყებაში გაგზავნილ წერილს ეხებოდა, ბოჭორიშვილმა მას გაჩუმებისა და თავის შეკავებისაკენ მოუწოდა და უთხრა, "რჩევას გაძლებთ, თქვენთვისაა უკეთესი".