ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, მარკო მატერაცი იქნებოდა - ოდიშარია სამადაშვილზე

07.02.24 12:49
ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, მარკო მატერაცი იქნებოდა - ოდიშარია სამადაშვილზე

"სამადაშვილი ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, მარკო მატერაცი იქნებოდა", - ასე მიმართა "ქართული ოცნების" წევრმა, ბექა ოდიშარიამ "ლელო საქართველოსთვის" დეპუტატს, სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომაზე.

უმრავლესობის წარმომადგენლის მხრიდან რეპლიკა სამადაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, მიიღეს თუ არა ჩინეთისგან გარანტიები, რომ მათი დამოკიდებულება გაეროში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შეიცვლება. 

 

მსგავსი სიახლეები