ივანიშვილი იძულებული იყო, რომ ჩრდილიდან გამოსულიყო, თუმცა ჩრდილში ცხოვრების მოდუსის დათმობა არ სურს - ბოკუჩავა

07.02.24 13:27
ივანიშვილი იძულებული იყო, რომ ჩრდილიდან გამოსულიყო, თუმცა ჩრდილში ცხოვრების მოდუსის დათმობა არ სურს - ბოკუჩავა

ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ივანიშვილს დემოკრატიული მმართველობის სტილი არ ესმის და მიუხედავად იმისა, რომ იძულებული იყო ჩრდილიდან გამოსულიყო, არ სურს ანგარიშვალდებული იყოს ქართველ ხალხთან.

ბოკუჩავას არ აქვს მოლოდინი უკუკავშირის და იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის კითხვებს პასუხს გასცემს.

ივანიშვილი იძულებული იყო, რომ ჩრდილიდან გამოსულიყო, თუმცა ჩრდილში ცხოვრების მოდუსის დათმობა არ უნდა და არ სურს, რომ ანგარიშვალდებული იყოს ქართველ ხალხთან, არ ესმის ზოგადად დემოკრატიული მმართველობის სტილი. ყველა ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება აქვს ამ შემთხვევაში ადამიანს, რომელიც მთავარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და ეს არის ბუნებრივია, ბიძნა ივანიშვილი. უკუკავშირის, ხალხთან ანგარიშვალდებულების, კითხვებზე პასუხის და შესაბამისი ცვლილების მოლოდინი არ მაქვს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვლსგან  განმარტებებს  ითხოვს - "ვინ რატომ გაუშვით ან რატომ დანიშნეთ აგვიხსენით"

საპარლამენტო  ტრიბუნიდან ქვეყნის პრეზიდენტმა გუშინ პირველად თქვა, რომ ივანიშვილი  ქვეყნის ერთპიროვნული მმართველია. 

მსგავსი სიახლეები