პრეზიდენტის ინიციატივა უპირისპირდება „ოცნების“ მცდელობას, გახლიჩოს საზოგადოება, დააპირისპიროს ადამიანები - ჯაფარიძე
პრეზიდენტის ინიციატივა ემსახურება იმას, რომ მოხდეს გაერთიანება პროევროპული ე.ი.პროქართული ძალების ქვეყნის ძირითადი მიზნის ირგვლივ - ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, სწორედ ის ინიციატივაა, რომელიც უპირისპირდება „ქართული ოცნების“ მცდელობას, გახლიჩოს საზოგადოება, დააპირისპიროს ადამიანები ერთმანეთთან. ჩვენ ამას გაერთიანებისკენ ნაბიჯები უნდა დავუპირისპიროთ"- თავა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ირგვლივ პოლიტიკურმა პარტიებმა მაქსიმალური წვლილის შეტანა უნდა შეძლონ, რომ ქვეყანა იყოს მზად, ევროკავშირის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია განახორციელოს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ამასთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ „ლელოს“ მზად აქვს ცხრავე რეკომენდაციაზე მისი ხედვა, რომელსაც სიამოვნებით გავუზიარებთ პრეზიდენტის მიერ შექმნილ ფორმატში მომუშავე პარტნიორებს, კოლეგებს, პოლიტიკოსებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი საკოორდინაციო ცენტრს აფუძნებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას.
„ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.