გამოკითხვების სერია პროკურატურაში - რას ამბობს შოთაძის უწყებიდან გამოსული გიორგი შარაშიძე
გამოკითხვების სერია პროკურატურაში - შოთაძის უწყებაში გახარიას პარტიის წევრის გამოკითხვა დასრულდა. გიორგი შარაშიძესთან საგამოძიებო უწყებას კითხვები მერიაში სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე ჰქონდათ.
გენერალური პროკურატურა დეპუტატისგან დამატებით მტკიცებულებებს ითხოვდა, თუმცა შარაშიძე გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს, ფიქრობს, რომ ეს პროცედურები ფორმალურია და სისტემური კორუფციის ფაქტს მაინც არვინ გამოიძიებს.
ჩვენი ფრაქციის მიერ 31 აგვისტოს ჩვენ პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება თბილისის მერიასა და საკრებულოში არსებულ კსისტემურ-პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით გამოძების დაწყბეის მოთხოვნით. მათ სურდათ ჩვენგან დამატებითი, დამაზუსტებელი ინფორმაციის მიღება, რაზეც ბუნებრივია, ჩვენგან უარი მიიღეს იმდენად, რამდენადაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს პროცედურას. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის და კვლავ ძალაში რჩება რომ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება.
ეს ეხება გახმაურებულ პროექტებს, დაწყებული "ლაგუნა-ვერეს" პროექტით, დამთავრებული სპორტის უნივერსიტეტით, ასევე დიდი დიღმის პროექტით, სადაც ყველა ამ პროექტის უკან დგანან "ოცნების" შემომწირეველები. მაგალითად, "ოცნების" დეპუტატი, როგორიცაა ქალბატონი წილოსანი, მისი ოჯახის წევრები და ა.შ. ბატონი გოჩა ენუქიძე.
ისეთი დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემა, რაც მოხდა 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ეს არის დასაბუთებულზე უფრო მეტი ეჭვის საფუძველი, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება", - ამბობს გიორგი შარაშიძე.