"უცოდინრები, ხელმოცარულები, უზრდელები" - ხმაური კომიტეტის სხდომაზე
"უცოდინრები, ხელმოცარულები, უზრდელები", - პარლამენტში კომიტეტის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ურთიერთშელაპარაკება "ლელო საქართველოსთვის" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის კითხვას მოჰყვა, რომელიც ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობას ეხებოდა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მმართველი პარტიის წარმომადგენელი მატყუარად შერაცხა და დროებით გაჩუმებისკენ მოუწოდა.
"ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე რომ შეთანხმით, რომ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, მე მაინტერსებს, თქვენ თუ წამოიღეთ გარანტია...
ბექა (ოდიშარია) დაწყნარდი, ძვირფასო, იმდენი ტყუილები ილაპარაკეთ მე არ შემიწყვეტინებია. ბექა, ცოტახნით გაჩუმდი, ბევრს იტყუები", - ამბობს სამადაშვილი.
"ლელოს" წევრის განცხადებას ბექა ოდიშარიას რეპლიკა მოჰყვა, რომელმაც სამადაშვილს "უტიფარი და უზრდელი" უწოდა.
რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, ჩვენ წარმატებულ საგარეო გუნდთან ასე რომ უზრდელობს, ეს არის უტიფრობა. უხერხულად ვიყავი ძალიან ჩემს კოლეგებთან. ყველასთან ნაჩხუბარი იყო. იუხეშებდა გააგდებდნენ, იუზრდელებდა გააგდებდნენ. კომიტეტის წევრებთანაც უხერხულად ვიყავით, მარტო ჩვენი კომიტეტიდან არ იყო გაძევებული და ალბათ ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, მარკო მატერაცი იქნებოდა და ეს ამპლუა ექნებოდა შესანიშნავად მორგებული", - ამბობს ოდიშარია.