შევხვდები, დაველაპარაკები - გირჩი ჯაფარიძე ზურაბიშვილზე

07.02.24 15:33
შევხვდები, დაველაპარაკები - გირჩი ჯაფარიძე ზურაბიშვილზე

"ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" -  "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე "პირველებთან" აცხადებს, რომ მისთვის ამ ეტაპზე პრეზიდენტის ინიციატივის შინაარსი უცნობია, თუმცა იგი აპირებს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას და სიტუაციაში კარგად გარკვევას.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ არსებობს კონკრეტული თემები, რომლებზეც პრეზიდენტის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია. 

მე არ ვიცი, ჯერ ამ ინიციატივის შინაარსი რა არის. თავისთავად, საუბარზე არანაირი პრობლემა არ მაქვს, შევხვდები, დაველაპარაკები. თუ შინაარსი გავიგე და გავიგე, საით შეიძლება ეს პროცესი წავიდეს და დავეთანხმე, მე პრობლემა არ მაქვს მაგაში. მე მაქვს ბევრი რამ სალაპარაკო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება ემიგრანტები. ამ თემაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ემიგრანტების ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და აქ არის კონკრეტული რაღაცები, რაშიც შეიძლება, რომ დაგვეხმაროს. რამდენჯერმე გააკეთა ამაზე განცხადება. მე შემიძლია, შეხვედრაზე ვუთხრა კონკრეტული ნაბიჯები, რაში არის საჭირო დახმარება და რაში შეიძლება, რომ ისეთი როლი შეასრულოს, რასაც მე ვერ ვიზამ", - ამბობს გირჩი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები