მონაწილეობას არ მივიღებთ - გახარიას გუნდის უარი პრეზიდენტს

07.02.24 15:49
მონაწილეობას არ მივიღებთ - გახარიას გუნდის უარი პრეზიდენტს

ერთობის პლატფორმაში მონაწილეობას პარტია "საქართველოსთვის" არ მიიღებს - ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდის წარმომადგენელი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის ინიციატივა მათთვის არაერთი მიზეზის გამო  მიუღებელია.

დაუშვილის თქმით, პრეზიდენტის იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანებისთვის 2024 წლის არჩევნები სააკაშვილის გათავისუფლებასთან არის დაკავშირებული, რაც სცდება გახარიას გუნდის ინტერესებსა და ამოცანებს.

არ აქვს მაგას მნიშვნელობა მოგვწონს, თუ არა. ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, ამ პლატფორმაში არ ვიქნებით, მონაწილეობას არ მივიღებთ მარტივი მიზეზის გამო. ბევრი მიზეზია, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ იქ არის ადამიანების ყრილობა, რომელთათვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია, თუ 2024 წლის არჩევნები დაკავშირებული არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან. ჩვენ ამ ადამიანებთან საერთო არ გვაქვს, ამიტომ ამ პლატფორმაში მონაწილეობას არ მივიღებთ", - ამბობს დაუშვილი.

მსგავსი სიახლეები