უმჯობესი იქნებოდა, პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა პაპუაშვილისგან უარი მივიღეთ - ბოკუჩავა
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა შალვა პაპუაშვილმა არ მისცა.
ბოკუჩავა მადლობას უხდის ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს კონსტრუქციული მიდგომისთვის.
„იცით, რომ პარლამენტის ერთ-ერთ მთავარი უფლებამოსილებაა, მოუსმინოს მთავრობას და შემდეგ დაამტკიცოს, ამიტომ ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა უარი მივიღეთ ამ შემოთავაზებაზე შალვა პაპუაშვილისგან. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს კონსტრუქციული მიდგომისთვის,“ -განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივი სხდომის ფორმატში უსმენენ. სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თავმჯდომარეობს. შეხვედრას არ ესწრებიან პარტია “ლელოსა” და “საქართველოსთვის” დეპუტატები.