"ნაცებთან და ქოცებთან არ დავსხდებითო იძახის ხალხი, რომელიც ნაციც იყო და ქოციც" - ელისაშვილი

07.02.24 16:00
"ნაცებთან და ქოცებთან არ დავსხდებითო იძახის ხალხი, რომელიც ნაციც იყო და ქოციც" - ელისაშვილი

"ნაცებთან და ქოცებთან არ დავსხდებითო იძახის ხალხი, რომელიც ნაციც იყო და ქოციც" - ამის შესახებ პარია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი ვერ ხვდება ხვალ თუ აპირებს იგივე შემადგენლობა  მთავრობის დამტკიცების დროს ხდომათა დარბაზში, რატომ გადაწყვიტეს იგივე დეპუტატებმა დღეს ბოიკოტის გამოცხადება. 

ნაცებთან არ დავსხდებით, ქოცებთან არ დავსხდებით იძახის ხალხი, რომელიც ნაციც იყო და ქოციც. ახლა გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, იმასთან არ დავსხდებითო. ზოგი მინისტრის მოადგილე იყო, ზოგი მინისტრი იყო, კოალიციებს კრავენ, იმას შვრებიან, ამას შვრებიან და ჰაიტ, არ დავსხდებითო. ხვალ თუ შემოხვალ მთავრობის დამტკიცების დროს, დღეს რა ხდება, შხამიანი ჰაერია იქ, თუ ცოფიან კატებს უშვებენ იმ დარბაზში. ცოტა სერიოზულად ხომ უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს. რისთვის შევდივარ იქ? - ჭკუა კი არ უნდა მასწავლოს თინა ბოკუჩავამ, უბრალოდ ის იქნება მოდერატორი ამ შეხვედრის", - ამბობს ელისაშვილი.

ცნობისთვის, მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივი სხდომის ფორმატში უსმენენ. სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თავმჯდომარეობს. შეხვედრას არ ესწრებიან პარტია “ლელოსა” და “საქართველოსთვის” დეპუტატები.

მსგავსი სიახლეები