ზოგიერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას იდენტობის პრობლემა აქვს - ბოკუჩავა

07.02.24 15:55
ზოგიერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას იდენტობის პრობლემა აქვს - ბოკუჩავა

ფრაქცია ენმ-ს თავმჯდოამრე ამბობს, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას იდენტობის პრობლემა აქვს, რადგან მისი თქმით, არასწორია იმ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, სადაც მინისტრებმა კითხვებზე პასუხობენ და ამ დროს პარლამენტის სხდომათა დარბაში არშემოსვლა.

ზოგიერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას აქვს იდენტობის პრობლემა და ცდილობენ, რომ ელექტორალური მიზნებისთვის საკუთარი პოლიტიკური იდენტობა გამოკვეთონ სხვადასხვა პოლიტიკური მანევრის გამოყენებით, მაგრამ ვთვლი, რომ არასწორია იმ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, სადაც მინისტრებმა უნდა გვიპასუხონ კონკრეტულ კითხვებზე", - ამბობს ბოკუჩავა.

ცნობისთვის, მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივი სხდომის ფორმატში უსმენენ. სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თავმჯდომარეობს. შეხვედრას არ ესწრებიან პარტია “ლელოსა” და “საქართველოსთვის” დეპუტატები.

მსგავსი სიახლეები