თუ ენმ სხდომის წაყვანას დამოუკიდებელ დეპუტატებს ან ყოფილ სპიკერებს დაუთმობდა, ეს უფრო კარგად წარმოაჩენდა მათ - დეკანოიძე

07.02.24 15:52
თუ ენმ სხდომის წაყვანას დამოუკიდებელ დეპუტატებს ან ყოფილ სპიკერებს დაუთმობდა, ეს უფრო კარგად წარმოაჩენდა მათ - დეკანოიძე

თუ ენმ სხდომის წაყვანას დამოუკიდებელ დეპუტატებს ან ყოფილ სპიკერებს დაუთმობდა, ეს უფრო კარგად და დისულოვნად წარმოაჩენდა მათ - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე ამბობს, რომ მისთვის აბსოლუტურად სულ ერთია, თუ ვინ წაიყვანს სხდომას.

„ჩემთვის სულ ერთია ვინ წაიყვანს სხდომას. მე პირადად, ამ მიმართულებით, არანაირი დაინტერესება არ მაქვს. თუმცა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი პარტია, ფრაქცია, დათმობებს გამოიჩენს და სხდომის წაყვანას დაუთმობდა ვთქვათ, დამოუკიდებელ დეპუტატებს ან ყოფილ სპიკერებს, ეს უფრო კარგად და დიდსულოვნად წარმოაჩენდა თუნდაც, მომავალი კოალიციის კონფიგურაციაში. მე ასე ვფიქრობ. თუმცა, ჩემთვის სულ ერთია ვინ წაიყვანს სხდომას. მე ჩემს კითხვებს დავსვამ”, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივი სხდომის ფორმატში უსმენენ. სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თავმჯდომარეობს. შეხვედრას არ ესწრებიან პარტია “ლელოსა” და “საქართველოსთვის” დეპუტატები.

მსგავსი სიახლეები