უმაღლესი ეროვნული ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა - კობახიძე

07.02.24 16:11
უმაღლესი ეროვნული ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა - კობახიძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ უმაღლეს ეროვნულ ამოცანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაასახელა.

მისი თქმით, მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვაზე აქტიურად იმუშავებს.

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა არის ბუნებრივია, ჩვენი არა მარტო სამთავრობო პრიორიტეტი, არამედ უმაღლესი ეროვნული ამოცანა.

პარალელურად გაგრძელდება, ბუნებრივია, არაღიარების პოლიტიკის წარმატებით წარმოება, ამ მხრივ ჩვენი მთავრობის საქმიანობა წარმატებული იყო მთელი ამ წლების განმავლობაში. ასევე გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას მომავალში და აქტიურად ვიზრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე. გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სათანადოდ განხორციელება", - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები