2 ხაჭაპურის ფასად ნუ დავაფასებთ თავგანწირვას, გემუდარებით, მხრებში გაშალეთ ეს ადამიანები - ელისაშვილი ომის ვეტერანებზე

07.02.24 16:15
2 ხაჭაპურის ფასად ნუ დავაფასებთ თავგანწირვას, გემუდარებით, მხრებში გაშალეთ ეს ადამიანები - ელისაშვილი ომის ვეტერანებზე

 

ორი ხაჭაპურის ფასად ნუ დავაფასებთ თავგანწირვას, გემუდარებით, მხრებში გაშალეთ ეს ადამიანები - პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის ემოციური გამოსვლა პარლამენტში და თხოვნა მთავრობის ახალ გუნდს, რომ ომის ვეტერანებს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ.

ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იმ ადამიანების თავგანწირვის დაფასება მოითხოვა, რომლებიც სამშობლოს დასაცავად ტყვიას დაუდგნენ და თავიანთი სიცოცხლით გარისკეს.

გუდაურში ერთი ხაჭაპური ღირს 45 ლარი. ანუ, რას ვეუბნებით ჩვენს ხალხს, რომლებიც საქმე-საქმეზე რომ მიდგა, ადგა და ორლულიანი თოფით წავიდა და გადაეფარა საქართველოს, ზოგი მოკვდა და ზოგი დასახიჩრდა და ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ტრამვის გარდა, ომი ისეთი რამაა, რომ ტვინს ისე ასახიჩრეს, რომ მთელი თერაპიებია საჭიროა. თერაპია, მკურნალობა და პოსტტრამვული ამბები კი არა, ღირსეული ამბავი იქნება, რომ ორი ხაჭაპურის ფასად ნუ დავაფასებთ თავგანწირვას, ძალიან მაგარი ხალხის, ქალებისას და კაცებისას. გთხოვთ, გემუდარებით, მხრებში გაშალეთ ეს ხალხი, რომ ადამიანური თანხა ჰქონდეთ, ბავში მიჰყვათ სადღაც და ელემენტარული რარაც ვერ უყიდიათ", - განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები