"დროა" უერთდება პრეზიდენტის ინიციატივას - ლემონჯავა

07.02.24 17:39
"დროა" უერთდება პრეზიდენტის ინიციატივას - ლემონჯავა

ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციები გრძელდება - ორბელიანების სასახლეში პარტია "დროას" წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც პრეზიდენტთან ერთად განიხილავენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესასრულებელ რეკომენდაციებს.

"დროას" წევრის, გიგა ლემონჯავას თქმით, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი 2024 წლის არჩევნებში ემიგრანტების აქტიური ჩართულობა და საარჩევნო პროცესის სამართლიანად, დემოკრატიულად წარმართვაა.

მე პირადად აქ ვარ ძალიან საქმიანი მისიით. მე მინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ითამაშოს როლი ემიგრანტების საარჩევნო პროცესში ჩართვის თვალსაზრისით. ჩვენ გვინდა, რომ გავუზიაროთ ჩვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე გავაცნოთ ის საქმეები, რომლებიც უკვე გაკეთებული გვაქვს ამ მიმართულებით და გვინდა, რომ პრეზიდენტი ჩაერთოს ამ მიმართულებით, რადგან მას თავისი პოზიციიდან გამომდინარე შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ნორმალურად ჩატარების პროცესში", - ამბობს ლემონჯავა.