ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ელიტური კორუფცია ყვავის, ამ პირობებში რატომ გინდათ პრემიერობა? - ვაშაძე კობახიძეს
ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ელიტური კორუფცია ყვავის, ამ პირობებში რატომ გინდათ პრემიერობა?რა არის თქვენი მიზანი? უბრალოდ ის, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ეწეროს? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ოპოზიციის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა გიორგი ვაშაძემ ირაკლი კობახიძეს.
ვაშაძეს აინტერესებს, თუ გააკეთებს რაიმეს ხალხის სასიკეთოდ ირაკლი კობახიძე და თუ აქვს ახალ პროგრამაში მსგავსი რამ.
ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ელიტური კორუფცია ყვავის და ამას სხვათა შორის, თქვენი წარმდგენი - დამნიშვნელი ივანიშვილიც არ უარყოფს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ელიტა ზემდიდარია, ხალხი - უკიდურესად გაჭირვებული. შეკითხვა მაქვს - აი ამ პირობებში, თქვენ, როდესაც პრემიერ-მინისტრად დათანხმდით ხომ, შემოგთავაზეს და დათანხმდით, რას აპირებთ? აი, ეს კითხვა მაქვს. აი, რატომ გინდათ? რა არის თქვენი მიზანი? უბრალოდ ის, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ეწეროს? თუ რამე გაქვთ მიზანი? რამის გაკეთება გინდათ ამ ქვეყანაში, ხალხისთვის რამე განსაკუთრებულად სასიკეთო გინდათ გააკეთოთ? აი, არ ვიცი, რაღაცა ხომ უნდა შემოგვთავაზოთ? მე-7 პრემიერ-მინისტრი ხართ, თუ არ ვცდები, ვისაც „ქართული ოცნება“ წარადგენს. აგერ თქვენი პროგრამა, სათაურიც არ შეცვლილა. თქვენ თვითონაც თქვით, რომ არაფერს არ ცვლით. ანუ, ყველაფერი კარგად არის? “- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.