დავაქციეთ კინაღამ გელათი, თქვენ ხელები დაიბანეთ და საპატრიარქოს გადააბარეთ? როგორ რჩებით საერთოდ მინისტრად? - ელისაშვილი წულუკიანს

07.02.24 17:35
დავაქციეთ კინაღამ გელათი, თქვენ ხელები დაიბანეთ და საპატრიარქოს გადააბარეთ? როგორ რჩებით საერთოდ მინისტრად? - ელისაშვილი წულუკიანს

დავაქციეთ კინაღამ გელათი, თქვენ ხელები დაიბანეთ და საპატრიარქოს გადააბარეთ? როგორ რჩებით საერთოდ მინისტრად? - ასე მიმართა პარლამენტში, ოპოზიციის გაერთიანებულ სხდომაზე,პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილი  თეა წულუკიანს.

ელისაშვილს აინტერესებს, თუ ძეგლთა დაცვაზე საპატრიარქომ უნდა იზრუნოს, მაშინ რისი მინისტრია წულუკიანი.

ქალბატონო თეა, გაოგნებული ვარ იმით, თქვენ რაც თქვით გელათთან დაკავშირებით. ანუ, სეკულარულს სახელმწიფოში აღარ ვცხოვრობთ? დავაქციეთ კინაღამ ეს უნიკალური ძეგლი და თქვენ ხელები დაიბანეთ და საპატრიარქოს გადააბარეთ და როგორ რჩებით მინისტრად ამ ყევალფრის მერე? თუ საპატრიარქომ უნდა გამოასწოროს თქვნი დაშავებული და ძეგლთა დაცვაზე თუ საპატრიარქომ უნდა იზრუნოს, აბა თქვენ რისი მინისტრი ხართ? მარტო ხალხს რომ არბევთ კულტურის სხვადასხვა სფეროში? - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები