"როგორც ვიცი, მრგვალ მაგიდასთან დასხდებით, გონგი ჩამოჰკრავს და ვისზეც გაჩერდება შემდეგი პრემიერი ის იქნება" - მანჯგალაძე კობახიძეს

07.02.24 17:41
"როგორც ვიცი, მრგვალ მაგიდასთან დასხდებით, გონგი ჩამოჰკრავს და ვისზეც გაჩერდება შემდეგი პრემიერი ის იქნება" - მანჯგალაძე კობახიძეს

როგორც ვიცი, კარუსელი, როტაციის პრინციპი გქონიათ შემოღებული - რაღაც მრგვალ მაგიდასთან დასხდებით, გონგი ჩამოჰკრავს და ვისზეც გაჩერდება შემდეგი პრემიერი ის იქნება - რა მმართველობის ფორმაა ეს?! - ასე მიმართა პარლამენტში, ოპოზიციის გაერთიანებულ სხდომაზე, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ ირაკლი კობახიძეს.

მანჯგალაძის თქმით, არავინ იცის რატომ, რა პრინციპით გაუშვეს თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი და შეარჩიეს ის პრემიერ - მინისტრის პოსტზე.

„ორი თვის წინ ღარიბაშვილთან დაკავშირებით ზარ-ზეიმი იყო. პარლამენტის ჭერი ტაშის კვრით ჩამოინგრა და ვნახეთ, რომ ერთ დღეს ეს ადამიანი არ არის. მაშინ მე ღარიბაშვილს ვუთხარი: - თქვენ გაქვთ მოდელი, როცა ყველა ექვს თვეში ერთხელ მიდიხართ და ეკითხებით, ხომ არ მოვიდა წასვლის დრო? - ვკითხე, ახლა ხომ არ მოვიდა წასვლის დროს. მან ამ საკითხზე არ მიპასუხა - ახლა როგორ ხართ შეთანხმებული?“ - მიმართა კობახიძეს პაატა მანჯგალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები